„თბილავიამშენის“ დასაქმებულების ნაწილი ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავს

კომპანია „თბილავიამშენის“ დასაქმებულების ნაწილი ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ისინი „თბილავიამშენის“ დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.

„ჩვენი მოთხოვნის შედეგად, როცა მენეჯერს ირაკლი გოგიბერიძეს დავურეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ჩვენთან სასაუბროდ, როგორც იქნა, ჩამოვიდა. ამ ადამიანს არც ერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა- თუ როდის იქნებოდა ხელფასი. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გადადგომის მოთხოვნაც დავაყენოთ. უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც დასაქმებულებს ხელფასები არ ერიცხებათ და მათ რაოდენობა დაახლოებით 100-ზე მეტია“,-განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიბერიძემ. იგი დასაქმებულებს ხელფასების ჩარიცხვას დაჰპირდა, თუმცა როდის მოხდება ეს ყველაფერი, მას არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, როცა კომპანიაში ფინანსები იქნებათ, დასაქმებულებს ხელფასები მაშინ ჩაერიცხებათ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე