ზურაბ ჭიაბერაშვილი - ოქტომბერ-ნოემბერში სერიოზული დებატები მოგვიწევს ეკონომიკურ მინისტრებთან, იქიდან გამომდინარე, რა სავალალო მდგომარეობაშიც  ვართ

ვვარაუდობ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში სერიოზული დებატები მოგვიწევს „ქართული ოცნების" ეკონომიკურ მინისტრებთან, იქიდან გამომდინარე, რა სავალალო მდგომარეობაშიც უკვე ვართ და სამწუხაროდ, კიდევ ღრმად ჩავეშვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მოვლენებსა და საბანკო რეგულაციების შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებულ მდგომარეობაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა თავად ჩაიყენეს თავი.

„პირველ რიგში შევხედოთ უცხოურ ინვესტიციებს, როდესაც საფინანსო სექტორიდან ინვესტიციების გადინება ხდება და სამშენებლო სექტორში არის მიზერული ინვესტიცია, ეს პირდაპირ გეუბნება რა გავლენა მოახდინა საბანკო რეგულაციებმა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ზოგადად ეკონომიკაზე. ეს არის მთავარი ინდიკატორი. უცხოური ინვესტიციების ქრონიკული შიმშილი ცუდად აისახება ლარზე, ეს თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ფასების ზრდაზე. ფასების ზრდის გამო ეროვნულ ბანკს უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ეს ერთი ჯაჭვია და ამ კუთხეში ეროვნულმა ბანკმაც და "ქართული ოცნების" მთავრობამაც თვითონ დაიყენეს თავი. ახლა მათთვის კარგი გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ აუცილებელია, რომ რეგულაციები და გადასახადები იყოს ნაკლები, გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა გამოსავალი "პოლიტიკურ გადატვირთვაშია".

”ახლა ცალკეული რეგულაციების მოხსნა მაინც არ მოგვცემს ეფექტს. ქვაბი იმდენადაა ქვემოდან დახვრეტილი, რომ რომელსაც არ უნდა მიაფარო ხელი, წყალი მაინც გასდის. ქვაბია გამოსაცვლელი. თუ არ მოხდა პოლიტიკური გადატვირთვა და ქვეყანაში არ იქნა ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პოლიტიკურ ნდობას დაიბრუნებს", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა