მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას - აყვა ბიჭი და დამიწყო ძველბიჭობა, ადრე გეძველბიჭა - ტუტუცი, ნაგავი!

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“, ნაგავი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ბოკერიამ მას ასე მიმართა: "ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც".

"აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,"- მიმართა მამუკა მდინარაძემ ბოკერიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდიმარაძემ მას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას დამშვიდებისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

იხილეთ ვიდეო:

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია