გიგა ბოკერია - ვიდრე ვითარებას დაძაბავთ, გაიაზრეთ, რა მოჰყვება ამას თქვენთვის - ვინც თეთრხელთათმანიანები ხართ, მდინარაძის მეთაურობით, არ ხართ მზად ამ სცენარისთვის

წუხილი იყო აქ ჩემი კოლეგებიდან, რომ ბოკერია ვიღაცას განადგურებით დაემუქრაო. თუ ასე გაიგეთ, ძალიან ვწუხვარ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკურ განადგურებაზეა საუბარი, „ქართული ოცნება“ თავად ინადგურებს თავს.

„თქვენი კი არა, ივანიშვილის განადგურებაც კი არ არის ჩემი ამოცანა, ფიზიკურ განადგურებაზე თუა ლაპარაკი. პოლიტიკურად ჩემი აზრით, თქვენი ნაბიჯებით ინადგურებთ თავს და ბოლოს ბატონ ხაბარელს პატივისცემით გავეცი პასუხი, რაზეც თქვენი უმრავლესობის ლიდერისგან მოვისმინე ქუჩური, შეურაცხმყოფელი საუბარი და ვინ ძაბავს სიტუაციას აქაც და ამ დარბაზის გარეთაც? მოგიწოდებდით, სანამ ვითარებას დაძაბავთ, გაიაზროთ, რა მოჰყვება ხოლმე ამას თქვენთვის. არ ხართ ეგ ნაწილი უმრავლესობის, განსაკუთრებით ვინც თეთრხელთათმანიანები ხართ, აი, მდინარაძის მეთაურობით, არ ხართ მზად ამ სცენარისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას აღნიშნულ განცხადებამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

ასევე, შეგახსენებთ, გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას მიმართა, რომ მას პოლიტიკურად გაანადგურებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქაცარავას ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც ქაცარავამ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას შოუების დადგმა უკეთესად გამოსდის, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა. ბოკერიას აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრების მხრიდან დღეს განსჯის საგანი გახდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია