ბიზნეს ასოციაცია - შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის, გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს, - ასე ეხმაურება საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ ცვლილებების პაკეტს, რომლთა მომზადება ამჟამად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას.

„წარმოდგენილი ცვლილებების არსებული ვერსია, რომელთა გაცნობის საშუალებაც ბიზნესს ჰქონდა, ბევრ კომპონენტში თავად ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებსა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი ერიდებიან მსგავსი ფორმით დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში შეჭრას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს წინასწარი ეკონომიკური ანალიზისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ისევე, როგორც მსგავსი ანალიზის არარსებობა ხელს უშლის ცვლილებების მოსალოდნელი, მძიმე შედეგების სრულად გააზრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაუშვან გაუაზრებელი და გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შედეგები მძიმედ აისახება არა მხოლოდ ბიზნესისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა