სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრები საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებით დაინტერესდნენ. ამასთან, ისაუბრეს ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გამოცდილებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. ასევე, ქართველმა პარლამენტარებმა ისაუბრეს მომავალ სამოქმედო გეგმებზე და იმ ძირითად ინსტრუმენტებზე, რომლებიც პარლამენტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით და ეთიკის საბჭოს მუშაობით. როგორც მათ განაცხადეს, ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ პარლამენტში დანერგავენ.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა