მოკლული დავით ოთხმეზურის ახლობელი - გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ - ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს - ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს

სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს - ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს ადამიანები. მან არაფრად ჩააგდო ჩვენი განცდები, ჩვენ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ დავით ოთხმეზურის ახლობელმა ანდრო მაისურაძემ kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში განაცახდა.

ანდრო მაისურაძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მან ტელევიზიის საშუალებით შეიტყო. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „გონიერებას უნდა მოუხმოს“

„აღშფოთებულები ვართ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, ყველამ ვიცით, რა და როგორ მოხდა. თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო. 2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, ბეჟანიძე 12 წელი მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ იცის ისიც, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაეს სასამართლოში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის. პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს. უნდა გაარკვიოს რეალურად საქმეში რა ხდება. არ გავაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოჯახის ტრაგედია. გასაგებია, ყველა ადამიანის მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა ასეთი ცნობილი ოჯახი ვერ პოულობს ქვეყანაში სამართალს, წარმომიდგენია სხვა ადამიანები რა მდგომარეობაში არიან.

მთელი ჩვენი სანათესაო, დიდი და პატარა აღშოთებულები ვართ. თურმე სამი კვირაა მკვლელი გარეთ არის და არც იცოდა ოჯახმა არაფერი. გიორგი და კოტე საზღვარგარეთ იყვნენ წასულები და იმ პერიოდს ემთხვევა ბეჟანიძის შეწყალება. ვერ აგიხსნით, რა გადაიტანა ეს წლები ამ ოჯახმა, მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, რომ იტყვიან ჩაჰყვა საფლავში თავის შვილს. სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს - ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს ადამიანები. მან არაფრად ჩააგდო ჩვენი განცდები, ჩვენ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.

გამოდის პროფესორ გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ. არავის ვუსურვებ ამ განცდების გადატანას. წარმოიდგინეთ ამდენი ვაივაგლახით, ამდენი ბრძოლით დასჯილი მკვლელი გარეთ გაუშვა. ალბათ არ კითხულობს საქმეებს და ისე იწყალებს ადამიანებს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მკვლელებით და კრიმინალებით უნდა გაივსოს ქალაქი?! ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოლო ინსტანციამდე მიყვანილი დადანაშაულებული მკვლელები გარეთ გაუშვა. სად არის სამართალი, სად ვეძებოთ, სახელმწიფო არ გვაქვს?“- აცხადებს მოკლულის მამიდაშვილი.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ბეჟანიძემ პენიტენციური დაწესებულება 28 აგვისტოს დატოვა.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია