„საპარტნიორო  ფონდმა“ პროექტის „დოქტორ გუდსის“ პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის DR.GOODS-ის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ღონისძიებას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და მთლიანად სამედიცინო სფეროს ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას, რადგან საქართველოში პირველად ხდება ამ ტიპის სამედიცინო პროდუქციის წარმოება. საწარმო, კონკურენტული ფასებით, შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს, იმპორტი საქართველოში დამზადებული პროდუქციით ჩაანაცვლონ“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ახალი კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველად იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის სტერილურ და არასტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

საწარმო სამედიცინო სექტორს სხვადასხვა სახის პროდუქციით უზრუნველყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, კომპანიის მიზანია, საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს. საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

„სტარტაპ-საქართველოს “ ახალ პროექტში ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 81 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის