დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრთან შეხვედრას ითხოვენ და იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც 27 წელია ველოდებით კუთვნილი ფართების მიღება. ჩვენს უკან ჩვენზე გაჭირვებული დევნილები დგანან. ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ, სანამ არ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს. დაშლას არ ვაპირებთ და არსად წასვლას. მოგვცენ ფართები, აქ არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც ქირას ვერ იხდიან, რაც „დირსში“ ვიყავით შესულები, იქიდან მოყოლებული არის დაპირება“,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიქრია ცალანი.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა