ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი გოგონას ბებია - ჩემი შვილიშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო - ყველაფერი დიდი დოზა ნარკოზის ბრალია

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

„ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა“, - განაცხადა ფლორა შენგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ვარაუდს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია 19 წლის გოგონას გარდაცვალება, ბებია ამბობს, რომ მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა.

„დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა“, - განაცხადა ფლორა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა