გიგი უგულავა - კანონი კი არ არის შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გასაძევებელი

კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,"- აღნიშნავს გიგი უგულავა და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები