გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევაზე - რა გასაკვირია, რომ ხალხი პარლამენტს, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა და გაჭირვება გაზარდა, ნდობას ვერ გამოუცხადებს

„ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა გაართულა და გააუარესა”,- ასე ხსნის „ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

კანდელაკის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხალხი არ ენდობა იმ ინსტიტუციას, რომელმაც გაჭირვება გაზარდა და ცხოვრება გაართულა.

“ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა გაართულა და გააუარესა - საბანკო რეგულაციები, ვითომ საპენსიო რეფორმა, რითაც ჯიბეში ჩაუძვრა ღარიბ მოქალაქეებს ჩვენი მთავრობა, სუბსიდიები და სხვა ათასგვარი მავნებლობა, ყველაფერი პარლამენტმა მიიღო, ვგულისხმობ უმრავლესობას. ცხადია, ჩვენ ყველაფრის წინააღმდეგ მივეცით ხმა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხალხი იმ ინსტიტუციას, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა და გაჭირვება გაზარდა, ნდობას ვერ გამოუცხადებს”, - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს. მისი თქმით, ხალხში ივანიშვნილის მთავრობის მიმართ ნდობა მინიმუმზე, ხოლო პესიმიზმი მაქსიმუმზეა.

"გამოკითხვის გარეშეც ყოველ დღე ვგრძნობთ, როგორია ხალხის დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ. ივანიშვილის მთავრობას რაც კი ნდობა შემორჩა, მინიმუმზეა დასული. „გავრილოვის ღამე“ და ამ ღამის შეფასება არის ერთგვარი განაჩენი და "ქართული ოცნების" 7 წლიანი საქმიანობის შეჯამება. გარდა ამისა, მაქსიმუმზეა პესიმიზმიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა. ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესეც პიკზეა. სავალალო, მძიმე რეალობა, რომელიც ამ მუქთახორების "მოღვაწეობის" შედეგად არის შექმნილი, ამ გამოკითხვებშია ასახული,"- განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა