ნინო ლომჯარია - არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით თბილისი ლიდერობს, ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი იმერეთის რეგიონშია

ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთის რეგიონშია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობამ აკრძალა არასრულწლოვნების ოფიციალური ქორწინება, გაიზარდა ე.წ. ნიშნობის რაოდენობა.

„ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა არ ეხება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. რეგიონების მიხედვით ძალიან მაღალია და პირველ ადგილზეა მაჩვენებელი იმერეთში. მაღალი მაჩვენებელია თბილისში, აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. რაც შეეხება ე.წ. ნიშნობების პრაქტიკას, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობამ აკრძალა არასრულწლოვნების ოფიციალური ქორწინება, გაიზარდა ე.წ. ნიშნობის რაოდენობა, ეს უფრო ხშირად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გვხვდება. რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, ზუსტი არ არსებობს, რადგან არ რეგისტრირდება და ფაქტობრივი თანაცხოვრების დადგენა რთული ხდება ხოლმე იმის გამო, რომ სკოლები ხშირად არ აწვდიან ინფორმაციას სოციალურ სამსახურს და შსს-ს. ჩვენ ამ სტატისტიკას ვითვლით არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით. ამ თვალსაზრისით ლიდერობს თბილისი, სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ასევე, იმერეთის რეგიონი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი,” - განაცხადა ლომჯარიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა