არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლები - მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია,  რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო-ვიდეო მასალას

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულების ახლობლები და მეზობლები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, არასრულწლოვნების მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო-ვიდეო მასალას. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის თქმით, ბავშვებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ, თუმცა მას აღნიშნული ფოტომასალა სოციალურ ქსელში არ უნახავს.

"ფული და ასეთი რაღაცა არსად ყოფილა. თუ დაფიქსირდება, რომ ჩემი და და ჩემი სიძე შედიოდნენ და ფულს იღებდნენ ან რამე - გაიყვანონ და დახოცონ!",-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა