გიორგი გახარია ჟურნალისტს 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებზე - დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ!

მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ არიან დაკავებული მოქალაქეების დაშავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები. ამ კონტექსტში მას უშუალოდ მაკო გომურის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა: „მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.“

პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, დაკავებულები არიან თუ არა ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩანდნენ კადრებში, თუ როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. გიორგი გახარიამ პასუხად განაცხადა, რომ ყველა დაკავებულია, ვინც კადრებში ჩანდა.

„ყველა დაკავებულია მათ შორის, ერთი კადრი მაინც მომიტანეთ და შემდგომ გავაგრძელოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტკურმა ძალებზე პარლამენტზე. მას ჟურნალისტმა ჰკითხა კონკრეტულ სამართალდამცავზე, რომელიც „დამიზნებით ესროდა მოქალაქეს და ცინიკურად იცინოდა“.

„ცინიკურად რომ იცინოდა, ამისთვის უნდა დაისაჯოს?... ვიღიმით, ასეთ თემაზე რომ საუბრობთ, ნუ თქვენი გადასაწყვეტია. სასაცილოა ეს? ახლა სერიოზული სახე მიიღეთ, ასე სჯობს. დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ,“- მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა