დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართება

21 სექტემბერს, დასუფთავების მსოფლიო დღეს, CENNUSAID–ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში მასშტაბურ დასუფთავების აქცია იმართება. როგორც CENN -დან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლები,უნივერსიტეტები, მოხალისეები და CENN–ის კამპანიის -„ გარემოს გულისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ თბილისი მერი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და სკოლა „შავნაბადას“ მოსწავლე გიორგი ბედიაშვილი.

2018წლიდან, CENN, USAID-ისფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას - „“გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful),რომლის მიზანია გარემოზე ზრუნვა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიცზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე. მონაწილე ორგანიზაციების რიცხვი მუდმივად იზრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა