არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

"გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა სიბრძნით, განათლებით, მოთმინებით და ურთიერთსიყვარულით, მოყვასის სიყვარულით აგვეშენებინოს ჩვენი მომავალი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, წირვისა და კათოლიკოს პატრიარქის ქადაგების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ პირველ რიგში, ილია მეორეს მიულოცა დღესასწაული და ეკლესიას გაძლიერება უსურვა, ასევე, მიმართა თანამოქალაქეებს.

"დედა ეკლესიას ვუსურვებ, კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ჩვენი ხალხი და ქვეყანა. დღეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჩვენს ქვეყანაში რწმენით არიან ჩამოსულნი, სტუმრადაც, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა სიბრძნით, განათლებით, მოთმინებით და ურთიერთსიყვარულით, მოყვასის სიყვარულით აგვეშენებინოს ჩვენი მომავალი. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესმა მიგვიღო და მოგვეცა დიდი ბედნიერება, შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ძვირფასო მოქალაქეებო, დებო და ძმებო, აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა