iPlus-ში ახალ iPhone-ებზე წინასწარი შეკვეთები დაიწყო

Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ iPlus-ში ახალ iPhone-ებზე წინასწარი შეკვეთები დაიწყო.

როგორც „აიპლიუსის” გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი iPhone 11 64GB-ის ფასი 2889 ლარია, 4099 ლარიდან იწყება iPhone 11 Pro-ს ღირებულება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის შეძენა 4499 ლარიდან არის შესაძლებელი.

„მაღაზიებში გაყიდვების დაწყებას “აიპლიუსი”, Apple-ის დირექტივის საფუძველზე 27 სექტემბრიდან იწყებს. 27 სექტემბრამდე მაღაზიებში გაყიდულ iPhone-ებს არ ექნებათ Apple-ის ოფიციალური გარანტია.

კორპორაცია Apple-მა, 10 სექტემბერს, გამართულ პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა.

iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით არის დაფარული. მომხმარებელს საშუალება აქვს შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.

ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება.

სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ. ახალი iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე მუშაობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა