იუტას შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა

აშშ-ის შტატ იუტაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავტობუსი, სადაც ძირითადად ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 26 დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, 15 მათგანის მდგომაროება კრიტიკულია.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავტობუსის გზიდან გადავარდნის მიზეზი. მომხდარის შესასწავლად აშშ-ში არსებულმა ჩინეთის საელჩომ იუტას შტატში დიპლომატები გააგზავნა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა