თბილისში ხვალ ველომსვლელობა გაიმართება

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში ველომსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 22 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტარტს თსუ-ს მაღლივი კორპუსიდან აიღებს. ველომსვლელობა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ტარდება.

მსვლელობის მთავარი მოწოდება იქნება, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გაერო-ს ელჩი საბინე მახლი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ველომსვლელობის დასასრულს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში გამოავლენენ საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონებს, რომლებიც წლებია გამოირჩევიან თავიანთი აქტიურობით და განსაკუთრებული წვლილით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ველოგარბენი სტარტს უნივერსიტეტის ქ. #2-დან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს.

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს ევროკომისიის მიერ დაარსდა და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა