წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1-ელ ოქტომბერს გაფიცვის მოწყობას გეგმავენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1-ელ ოქტომბერს გაფიცვის მოწყობას გეგმავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაწესებულების თანამშრომელმა განუცხადა, დასაქმებულებს დირექციის გადაწყვეტილებით, 6-თვიან უხელფასო შვებულებაში უშვებენ, რაც, მისივე თქმით, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დაწესებულება საერთოდ დაიხუროს.

ფსიქიატრიული დაწესებულების სანიტარი მალხაზ გულაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილის გაწერას, ნაწილის კი, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას გეგმავენ.

„2 დღის წინ დაგვიბარა დირექციამ თანამშრომლები და კრება ჩაგვიტარდა. გვითხრეს, რომ 6 -თვიან უფასო შვებულებებში გაგვიშვებენ. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა, დაწესებულება დაიხუროს. ჩვენი სოფლის გამგებელი იყო მინისტრთან შეხვედრაზე და მან გვითხრა, რომ ძალიან მძიმე ვითარებააო. 6 თვე თავი როგორ ვირჩინოთ? ოჯახები გვყავს, 6 თვე ჩემს შვილს რა ვაჭამო, ბანკის სესხები გვაქვს. ერთადერთი წყაროა ეს საავადმყოფო, რაზეც მთელი სოფელია დამოკიდებული. სოფლიდან 70-მდე ადამიანია აქ დასაქმებული, ყველას შეგვეხება ეს 6-თვიანი უხელფასო შვებულებები. ბენეფიციარების გადაყვანას კონკრეტულად სად აპირებენ, არ ვიცი, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ, ნაწილს კი გაწერენ. რაც შეეხება ექიმებს, სხვა დაწესებულებებში გადაყვანას გეგმავენ. ამ ეტაპზე 150-ზე მეტი ბენეფიციარია. რამდენიმე წლის წინაც უნდოდათ დახურვა და საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერით არ დახურეს. 1-ელ ოქტომბერს დიდ გაფიცვას ვაპირებთ, არც ერთი თანამშრომელი არ შევა დაწესებულებაში და არც სხვებს შევუშვებთ, ვინც შეიძლება ჩვენს მაგივრად აქ მოიყვანონ. დღეს აქციას გავმართავთ“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა არ არის.

„არავითარ უმძიმეს მდგომარეობაში ბენეფიციარები აქ არ არიან. გამოსასწორებელი არის რაღაცეები, მაგრამ კვება, სისუფთავე და პირობები ნორმალური აქვთ. ტყუილია, რომ აქ მძიმე მდგომარეობაა. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ნახოთ აქ არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა