გეგმური სამუშაოების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, III მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, გახოკიძის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალოს, ქიქოძის და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხელოვანთა და შველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, -აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს