ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორმხრივი მოლაპარაკება, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორთან, ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის, ინფექციების კონტროლის მიმართულებით. „საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია წარმატებით ხორციელდება.

აშშ-ს ალერგიისა და ინფექცური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონ ფაუჩმა მინისტთან შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს“, - განაცხადა ენტონ ფაუჩმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა