ჯანდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.

„ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა