შოთა გეწაძე - ამ დონის დამოუკიდებლობა აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის, რაც გვინდა

მოსამართლედ 2011 წელს დავინიშნე. მოსამართლეები ახლა უფრო მეტად დამოუკიდებლები, უფრო თამამები არიან, უფრო კვალიფიციურებიც და უფრო თავისუფლად შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

გეწაძეს მეზურნიშვილმა სთხოვა, შედარებითი ანალიზის გაეკეთებინა 2012 წლამდე არსებულ სასამართლო სისტემასა და დღევანდელ სასამართლო სისტემას შორის, ასევე, შეეფასებინა, რამდენად თავისუფალია სასამართლო და გახდა თუ არა ის უკეთესი.

„2011 წელს დავინიშნე მოსამართლედ, სასამართლო სისტემაში რაც ხდება, ამას ყველაზე მეტად გრძნობს მოსამართლე. ჩემი შეფასება 2011 წლიდან არსებულ ვითარებას დაეფუძნება. რომ შევადაროთ ის წელიწადნახევარი და დღევანდელ დღემდე მოსული სასამართლო, განსხვავება არის, განსხვავება დადებითია, დამოუკიდებლობის, კვალიფიკაციის, მიუკერძებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, ტენდენცია მართლაც კარგია. ამას ბევრმა რამემ შეუწყო ხელი. თუნდაც, დავიწყოთ სასამართლო რეფორმით, გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებით, 2012 წელს განხორციელებული ცვლილებებით. გულახდილად გეტყვით, იგრძნობოდა და დღესაც იგრძნობა გაცილებით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თუმცა, აქვე დავძენ, ეს რაც გვაქვს, ამ დონის დამოუკიდებლობა აქამდე არ არსებულა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, რაც მე მინდა. 2011-ში მე ვგრძნობდი გარკვეულ პრობლემებს, ეს შეუძლებელია მოსამართლემ არ იგრძნოს, თუნდაც, ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ისეთი კატასტროფა, რაც ჟღერდება, მე ვერ ვგრძნობდი.

მოსამართლეები უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან, უფრო თამამები არიან, უფრო კვალიფიციურებიც, რასაც ახლა ვატყობ, უფრო თავისუფლად შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა. თუნდაც, მოსამართლეებს, რომლებიც საბჭოს წევრები არ არიან, ასევე საბჭოს წევრებს. მე არ მახსოვს ასეთი აქტიურობა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების დასაცავად, როგორც ახლაა“, - განაცხადა გეწაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა