შოთა გეწაძე ეკა ბესელიას - მე უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა ვიყო და თქვენს ცვალებადობასთან ერთად არ უნდა ვიცვლებოდე

„თქვენს ცვალებადობასთან ერთად მე არ უნდა ვიცვლებოდე“, - ამ სიტყვებით მიმართა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, საკომიტეტო მოსმენაზე. გეწაძის თქმით, თუ მოსამართლე პოლიტიკური გუნდის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება, სახელმწიფო ჩამოიქცევა.

„დემოკრატია მათ შორის ისიც არის ქალბატონო ეკა, რომ თქვენ პოლიტიკოსები ხშირად იცვლებით. დღეს ხართ, ხვალ აღარ ხართ, ზეგ ხართ ისევ და ასე შემდეგ. ხოლო მე უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა ვიყო და თქვენს ცვალებადობასთან ერთად მე არ უნდა ვიცვლებოდე. აი ეს არის და ამას მივაღწიეთ რამდენიმე წლის წინ. არ უნდა ვიცვლებოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრევა ეს ქვეყანა. მე ვარ უვადოდ დანიშნული და არ უნდა მაინტერესებდეს პოლიტიკური რყევები და თუ ეს არ მაინტერესებს და თუ ნებისმიერ პოლიტიკურ რყევას მოსამართლე უძლებს და არ მიჰყვება თან ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს - ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამას ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, თუ ეს არ მოგწონთ, ეს მგონია, რომ თქვენი დიდი პრობლემაა“,- მიმართა ეკა ბესელიას შოთა გეწაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს