„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ დღეს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, რომლებსაც საარსებო შემწეობა 3 თვით შეუჩერდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

თეონა ჭალიძე, ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს, გადამოწმების გამო საარსებო შემწეობა აღარ შეუჩერდეთ იმ დრომდე, სანამ გადამოწმების პროცესი არ დასრულდება.

„ნარგიზა კორძაძეს სამი შვილიშვილი ჰყავს, მათ შორის ახალშობილი, რომლისთვის საკვების შეძენას ოჯახი ვერ ახერხებს. თამუნა აბრამიშვილი კი შშმ პირია. მას კიდურები დაბადებიდან არ აქვს. ბავშვთა სახლში გაიზარდა, არც ოჯახი და არც ნათესავები არ ჰყავს. ამ და სხვა ათასობით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, ყოველი გადამოწმების დროს, 3 თვით საარსებო შემწეობას უჩერებენ. სამწუხაროდ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა