ირმა ნადირაშვილი - დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ, წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ

"დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ. წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" არ გადაწყვეტს, ჩემი პოლიტიკური დევნა განახორციელოს გაბუნიას ხელით,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

„მე სერიოზულად არ აღვიქვამ დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს. მე ვალდებული ვიყავი, ინფორმაცია, რომელიც მქონდა, თქვენთვის გამემხილა და პროკურატურისთვის მიმეწოდებინა. რამდენად არის გაბუნია გარეული იმ კორუფციულ თუ სხვა ტიპის სქემებში, რომლის შედეგადაც მოხდა ეს შეწყალება, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ეს მე არ ვიცი. ის, რაც მე ვიცი 100%-ით არის ის, რომ საქართველოს უზნეო პრეზიდენტი ჰყავს და ამ უზნეო პრეზიდენტთან მუშაობს გაბუნია. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკმაოდ გააფუჭა კანონმდებლობა ამ მიმართულებით, ჩემს წყაროს მაინც იცავს კანონი. მე არ მინდა სერიოზულად მივუდგე გაბუნიას ამ განცხადებებს. წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" არ გადაწყვეტს, ჩემი პოლიტიკური დევნა განახორციელოს გაბუნიას ხელით", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა