სამეცნიერო კონგრესი - „მეცნიერება მოგზაურობის დროს“ გაიმართა

სამეცნიერო კონგრესი სახელწოდებით „მეცნიერება მოგზაურობის დროს“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრაზე მედიცინის აქტუალური საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ ფორუმის ორგანიზატორებსა და წევრებს ღონისძიების საქართველოში ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიღწევები გააცნო.

კონგრესში მონაწილეობას 130 გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ექიმი იღებს, რომლებსაც მინისტრის მოადგილე, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში, დღეს საღამოსაც შეხვდება.

უწყების ცნობით, კონგრესი 10 წელია იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მათი ისტორიის მედიცინასთან კავშირით ირჩევა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა