არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რუსეთისადმი მოწოდება, დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე, გზავნილია, რომ სიმართლე საქართველოს მხარეს არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდება რუსეთის მიმართ დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის დაუყონებლივ გადახდაზე, არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ სიმართლე საქართველოს მხარეს არის.

„მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ, ხელისუფლებამ ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ეს საქმე ჩვენ მოგვეგო სტრასბურგის სასამართლოში, ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება იმდენად ფასდაუდებელია, რომ ის მომავალში ჩვენი კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის საერთაშორისო ფორმატებში ქმნის მნიშვნელოვან არგუმენტს.

რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციას ამაზე, ბუნებრივია, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ენდობა მთელი ცივილიზებული მსოფლიო, შესაბამისად, ეს გზავნილი არ არის მხოლოდ იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ვისი უფლებებიც დაირღვა, არამედ ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე იყო ჩვენს მხარეს და ჩვენ ეს დავამტკიცეთ სასამართლოში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. „დეპორტირებულების საქმის“ აღსრულების პროცესი შეაფასა და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა