მამუკა მდინარაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - პოპულისტურ, ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს არ უნდა მიექცეს ყურადღება

ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანამ ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გადადგას, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესი-ქვეყნის დეოკუპაცია. მდინარაძის თქმით საქართველომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ფორმატში უნდა ისაუბროს, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.

"როგორც ვიცი, შვეიცარიულმა მხარემ შესთავაზა ქართულ მხარეს შეხვედრა და ამ შეთავაზების შედეგად შედგა. თუ ჩვენი დასავლელი ,სტრატეგიული პარტნიორები ჩაერევიან იმაში,რომ ვისაუბროთ ყველა ფორმატში ყველგან, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამის შედეგი შეიძლება იყოს დეოკუპაციის საკითხებში ნებისმიერი დეტალის გაუმჯობესება,ამაზე უკან არ უნდა დავიხიოთ,მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით რაღაცებს შეეცდება",-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოპულისტურ, ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს არ უნდა მიექცეს ყურადღება, მით უმეტეს, როცა ეს იმ "ძალისგან არის წამოსული ,რომელიც პრაქტიკულად თანაავტორი იყო და მისი მინიმუმ დანაშაულების და შეცდომების შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა თავის დროზე".

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული ძალები ფსევდოპატრიოტულ რიტორიკას ახორციელებენ,რადგან ქვეყანამ დეოკუპაციის გზაზე წარმატებას არ მიაღწიოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა