გია ვოლსკი - ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც არ აწყობთ გლობალური დაპირისპირების პირობებში საქართველო კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი გახდეს

ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც არ აწყობთ ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში საქართველო კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი გახდეს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან შედგა შვეიცარიის შუამდგომლობით. მისივე თქმით, რუსეთთან პრობლემის მოგვარება მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი - ეს არის სამხედრო გზა და მოლაპარაკებების გზა.

„პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან გვქონდა კონსულტაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა შვეიცარიის შუამდგომლობით. ბენეფიტებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უბედური სიტუაციის მოგვარების ორი გზა არსებობს - ერთი არის სამხედრო გზა, მეორე მოლაპარაკებების გზა. გარდა ამისა, ამ სიტუაციის წინაპირობა არის ესკალაციის სამწუხარო პროცესი, რაც გარკვეულ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც არ აწყობთ ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში საქართველო კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი გახდეს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა