თამარ ხულორდავამ ბერლინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში, „ფოკუსი საქართველოზე“ ღონისძიებათა სერია დაიწყო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს საელჩომ ბერლინში უმასპინძლა პირველ დისკუსიას თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“. ღონისძიების მთავარი კითხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს შეეხებოდა.

„ჩვენს სურვილებს და ევროკავშირის მზაობას შორის საკმაოდ დიდი სივრცეა და აღმოსავლეთ პოლიტიკის მომავალი ალბათ საბოლოოდ ამ მოლოდინების დაახლოების შედეგი იქნება. ჩვენ მეტი გვინდა, ევროკავშირი კი ფრთხილობს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი, ჩვენი პრიორიტეტები არ შეიცვლება. ის, რაც ამ ფორმატში ვერ განხორციელდება, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტად დარჩება. დისკუსიის მიზანია გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია, აქტუალურ თემებზე ინფორმაციის მიწოდების და დისკუსიაში მონაწილეობის გზით. გვსურს, საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერა გავაღვივოთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მათივე ინფორმაციით, დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ტომას შრაპელმა გახსნეს.

„დისკუსიაში, თამარ ხულორდავასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, მატერნ ფონ მარშალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის ცენტრალური შტაბის უფროსი, ბენედიქტ ცანკერი და კორბერის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ლიანა ფიქსი მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება