აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ  კანონპროექტი, რომელიც  ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის დაწყებას გმობდა, ჩააგდო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 222 ხმით 184-ის წინააღმდეგ რესპუბლიკური უმცირესობის მიერ შეტანილი კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გმობდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პალატის თავმჯდომარემ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლმა ნენსი პელოსიმ ორი დღის წინ მოითხოვა.

რეზოლუცია რესპუბლიკელების ფრაქციის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ პირადად შეიტანა. ხმის მიცემისას დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ხმები მკაფიოდ გაიმიჯნა, რაც ნათლად მიუთითებს პარტიული პოზიციების სრულ პოლარიზაციაზე ამ საკითხში.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა