პარლამენტის ბიუროს წარედგინება პროექტი, რომლის მიხედვით, დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს

დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლს, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეეხება, ემატება ჩანაწერი:

„ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.“

კანონპროექტის ინიციატორი ხაზს უსვამს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა.

შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

კანონპროექტის ინიციატორი მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია დასაქმებული კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში მუშაობდეს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ კანონპროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით, შესაძლოა შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადსაც,” - ნათქვამია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე არიან, ინიციატორი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა