რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია. მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებს. მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს.

მშობლები ამბობენ, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მშობლები აღნიშნული მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანას მოითხოვენ.

ბრალდებებს უარყოფს მეექვსეკლასელის დედა, რომელიც აცხადებს, რომ ის შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ადგილზე იმყოფება რუსთავის მერიც.

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მეექვსეკლასელმა ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა