ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმი თემის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო, როდესაც მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე უარი უთხრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილე ბათილად ცნო და ქალაქის მერიას დაავალა ხელახლა განიხილოს დოკუმენტაცია.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დისკრიმინაცია დადგინდა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის და ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ სისტემური დამოკიდებულება", -განაცხადა მოსამართლემ ჯუმბერ ბეჟანიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას მერიის წარმომადგენელი არ დასწრებია.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ დისკრიმინაციის აღიარება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, სავარაუდოდ მოსარჩელე მხარე გააგრძელებს, რადგან სასამართლომ სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობს.

"კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, თუ მერია დოკუმენტებს გადახედავს და ისევ უარს იტყვის, მაშინ ჩვენი ძალებით შევეცდებით ავაგოთ მეჩეთი", - აცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელი ნოდარ პაქსაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა