ბულგარეთსა და საქართველოს შორის  შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ბისერ პეტკოვმა მოაწერეს.

უწყების ცნობით, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობას გააგრძელებენ.

„აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა