დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნებით,  ჩვენ შეიძლება პოლიტიკური  კრიზისი დავძლიოთ უფრო ადვილად, ვიდრე სხვა შემთხვევაში

ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. პროპორციული არჩევნებით, ჩვენ შეიძლება ეს კრიზისი დავძლიოთ უფრო ადვილად, ვიდრე სხვა შემთხვევაში, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების ფინალური, საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, "შენების მოძრაობა" ხელისუფლების მიერ ამ ეტაპზე წამოყენებულ ცვლილებებს მხარს უჭერს.

"შენების მოძრაობის" პოზიციაა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბოლოს გაჟღერებულ ინიციატივას ვიღებთ. აღარ მაქვს კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის ყველაზე უკეთესი სისტემა. ამავდროულად, ჩვენ, "შენების მოძრაობა" საკითხს ასე ვაყენებთ. 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის გადავიდეთ რეგიონულ პროპორციულ არჩევნებზე, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც ჩნდება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების გამო, რომლის თაობაზეც ხალხიც ძალიან შფოთავს, რომ 150-კაციან სიაში, მე სად მოვძებნო ჩემი წარმომადგენელი. ჩვენი ვერსიით, 150-კაციანი კი არა, 8-10 კაციანი სია იქნება სხვადასხვა რეგიონში. ეს იქნება მაჟორიტარული და პროპორციულის სიმბიოზი, რომელიც სამართლიან სისტემას უზრუნველყოფს. პლუს ამას, მოსახლეობას არ ექნება ასეთი განცდები. ეს არის სამომავლო თემა. დღეს ასეთი საკითხების დაყენებით შეიძლება მივიღოთ ყველაზე უარესი, ანუ დაგვრჩეს ის სისტემა, რაც გვაქვს. ამიტომ ამ ჯერზე წამოყენებულ ცვლილებებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ ვითხოვთ მუშაობის დაწყებას მეორე თემაზე."- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, თბილისში დღევანდელმა საჯარო განხილვამ, ისევე როგორც თელავში, "ყველაზე შემაშფოთებელი რამ აჩვენა.

" უსუფაშვილის განმარტებით, ნიჰილისტური განწყობებით სახელმწიფო არ შენდება და ეს დასაძლევია.

"მოსახლეობაში უმაღლეს დონეზეა ასული უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტისადმი, პარლამენტისადმი, საკრებულოებისადმი, ზოგადად, კონსტიტუციური სისტემისადმი. ეს არის ძალიან სახიფათო. ამ ხიფათს ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს. სამწუხაროდ, შარშან ეს ვერ გააცნობიერა." - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა