გლდანის ციხესთან 2 ოქტომბერს აქცია გაიმართება

გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ოქტომბერს, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" 20-21 ივნისს დაკავებულებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად აქციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად დაკავებულების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და უმძიმესია ორი დაკავებულის, ლევან ჟიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ამ დროისთვის ციხეში რჩება 16 მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობას ედავება. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებზე აღიარებითი ჩვენებების მოპოვების მიზნით ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. უკიდურესად მძიმეა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის ნაწილი პარალიზებული აქვს და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ციხის პირობებში დამძიმდა ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელსაც სამწვერა ნერვის ანთება და გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება არ მიიჩნევს პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, როგორც წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოტივს. ჩვენი აზრით, გავრილოვის პატიმრების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენაა. „გავრილოვის ღამიდან“ 3 თვეზე მეტი გავიდა. პოლიტპატიმრები საკუთარი თავისუფლების ხარჯზე გრძნობენ ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგებებს“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი