ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ მათ არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებენ

ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილების განცხადებით, თუ არც ერთი უწყების წარმომადგენელი მათთან შესახვედრად არ გამოჩნდება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. დევნილების განცხადებით, ისინი უკვე მე-14 დღეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს არ ტოვებენ.

მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დროისთვის უცვლელია - ისინი თავშესაფრით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„უყურადღებოდ მიტოვებული დევნილები ამჟამად ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში. 27 წლის განმავლობაში ჩვენ არც საცხოვრებელი ფართი, არც არანაირი კომპენსაცია არ გვაქვს მიღებული და ვიმყოფებით იმ მიზერულ თანხაზე, რაც არის დევნილთა შემწეობა - 45 ლარი. ამაღამ, როდესაც დევნილები შეგროვდებიან და თუ არც ერთი უწყების წარმომადგენელი ჩვენთან არ ჩამობრძანდება, ვაპირებთ შიმშილობას. რა მასშტაბის იქნება ეს შიმშილობა, ამას საღამოს გავაჟღერებთ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. დღემდე ვცხოვრობდით ქირით, რომლის გადახდასაც ვეღარ ვახერხებთ. ვართ უკიდურეს მდგომარეობაში და ამან გამოიწვია ჩვენი აქ მოსვლა და პროტესტი“, - განაცხადა დევნილმა თენგიზ ცინდელიანმა.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების პროტესტი გრძელდება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა