მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენის ჩამოვარდნას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრედლის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აშშ-ში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი B-17 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 7 ადამიანი დაიღუპა, 6 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბომდამშენმა აეროპორტთან ახლოს ავარიული დაჯდომა განახორციელა და ცეცხლი გაუჩნდა.

B-17 ბრედლის საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხშაბათს დილით აფრინდა და აფრენიდან დაახლოებით 5 წუთში ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის მაკონტროლირებელ კოშკურას პრობლემის არსებობის შესახებ აცნობა.

უკან დაბრუნებისა და ავარიული დაჯდომის მცდელობის დროს ბომბდამშენი, სავარაუდოდ, სვეტს შეეჯახა.

ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, სამი მათგანი - ეკიპაჟის წევრი იყო.

ინციდენტის გამო ბრედლის აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა