მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე - ეს ადამიანი ისტერიულ მდგომარეობაშია

დახტის პოზიციებზე ეს ადამიანი იმიტომ, რომ ისტერიულ მდგომარეობაშია,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. დეპუტატის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ როცა უჭირდა, ყოველთვის მაშინ საუბრობდა რუსულ ინტერესებზე, თუმცა, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, მაშინ ამ ყველაფერს „გამოგონილ ლოგიკაში“ მაინც სვამდნენ.

„დღეს ამ ისტერიულ ფონზე მიხეილ სააკაშვილს რაღაც ლოგიკის გამოგონებაც უჭირს და უკვე შეუძლებელია მისი განცხადებების ცალკე კომენტირება. არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება, არანაირ ლიბერალობაზე, კონსერვატიულობაზე აღარ შეიძლება ლაპარაკი. დახტის პოზიციებზე ეს ადამიანი, რადგან ისტერიულ პოზიციაში, მდგომარეობაშია. ეს რუსული თემა ახსოვს წარსულიდან, რომ თავისი დაგეგმილი ბინძური კამპანიისთვის გამოადგა. მეტი ლოგიკა მის ნალაპარაკევში აღარ არის,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა, ვინც ქადაგებს ამ „სვეცკური“, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ პუტინის საქმეს აკეთებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა