ქუტირის ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

ქუტირის ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და 2022 წლის 1 ივლისამდე დასრულდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაკეთებას ითვალისწინებს. ცენტრი 454 საწოლზე იქნება გათვლილი და ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის, რომელთაც გრძელვადიანი მოვლა სჭირდებათ ქუთაისში, ფოთსა და სენაკში 4 საცხოვრისი აშენდება, მათ შორის 2 ქუთაისში, 1 ფოთში და 1 სენაკში.

„სახელმწიფოს მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება,”-აღნიშნა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე