„ჯორჯიან მანგანეზმა“ უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანები შეიძინა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი 8 ახალი უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანა შეიძინა. აქედან 4 მანქანა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, დანარჩენი კი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეძენილი ინვენტარი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ქუჩების რეცხვა და მორწყვა, ასევე - გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა, მცენარეებისა და გაზონების მოწყვა და სხვა.

ავტომანქანები, ორივე მუნიციპალიტეტის ქალაქს ყოველდღიურად 04:00 საათიდან 10:00 საათამდე, დაასუფთავებენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორის, თემურ ხონელიას განცხადებით, აღნიშნული დრო იმიტომ შეირჩა, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ქალაქების ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დრო გაიზარდოს და ახალი ავტომანქანების მოძრაობის განრიგს საღამოს საათებიც დაემატოს.

„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დაახლოებით 3 თვის წინ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ქალაქის დასუფთავების მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე 7 სპეციალური ავტოსამრეცხაო მოეწყო, ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნის კარიერულად მოპოვება და ავტომანქანებით გადაზიდვა ხდება, მაღალი წნევით გადარეცხვის აპარატები განთავსდა, გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოებს ყოველდღიურად ატარებს, მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა და გაიწმინდა არხები, ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი დაგროვილი ნარჩენებისა და მტვრისგან გასუფთავდა, მოირეცხა ქალაქის ხიდები, ბორდიურები და ტროტუარები.

1 სექტემბრიდან ჭიათურაში მანგანუმის მადნითა და კონცენტრატით დატვირთული ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა. მექანიკური დაგვის და მომრეცხი ავტომანქანების შეძენა ჩვენმა კომპანიამ სწორედ „ჭიათურის დასუფთავების კამპანიის“ ფარგლებში შეისყიდა.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც სისტემატურად განვახორციელებთ, რათა მოქალაქეებმა უფრო სუფთა გარემოში იცხოვრონ“, - განაცხადა თემურ ხონელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა