დავით ზალკალიანი - მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ შტაინმაიერი საქართველოში არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის, არანაირი წინადადებები არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ შტაინმაიერი საქართველოში არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის, არანაირი წინადადებები არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან ისაუბრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს დიდი ხნის წინ დაიგეგმა.

„მისი ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს და მაშინ უკვე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საპასუხო ვიზიტით შტაინმაიერი საქართველოს ეწვეოდა. ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ერთი წლის წინ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ არანაირი ინიციატივით ის არ ჩამოდის, არანაირი წინადადებები მას არ აქვს კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში. ეს მხოლოდ სპეკულაციებია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა მის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს, რაც დაკავშირებულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის