„თავისუფალი საქართველო“ - პროკურატურა სამართლიანობის აღდგენას ბლოკავს

დღეს, თბილისის პროკურატურასთან, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ სამართლიანობის აღდგენის მოთოვნით ბრიფინგი გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან აცნობეს“.

„პროკურატურა სამართლიანობის აღდგენას ბლოკავს. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2012-წლიდან მოყოლებული, ე.წ. “სამართლიანობის აღდგენით” მხოლოდ „ქართული ოცნების“ რამოდენიმე მხარდამჭერმა ისარგებლა, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის ეს პროცესი აბსოლუტურად მიუწვდომელია.

„ათასობით ადამიანს, რომელსაც ჩამოართვეს კერძო საკუთრება, ან რომელთაც ნარკოტიკი ჩაუდეს, ეს პროცესი საერთოდ არ შეეხო“, - განაცხადა კახა კუკავამ.

გოგი წულაიამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანა ელენე ჩიტუაშვილის საქმეზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან რეკეტის მსხვერპლი გახდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, ჩიტუაშვილმა არაერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას, სახალხო დამცველს და სხვა შესაბამის უწყებებს, თუმცა მის საქმეზეც, ისევე, როგორც სხვა ათასობით საქმეზე, ამ დრომდე „გამოძიება მიმდინარეობს“.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მთავარი პროკურატურა (სასამართლოსთან ერთად) არის „ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწყება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება თუნდაც მხოლოდ იმისათვის არის აუცილებელი, რომ ამ დაჭაობებული სისტემის რეფორმირება დაიწყოს“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს