ჯანდაცვის სამინისტროში მყოფ დევნილებთან შესახვედრად სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორი მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

ჯანდაცვის სამინისტროში მყოფ დევნილებთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა. სააგენტოს დირექტორის გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დევნილებს, არაერთხელ განემარტათ, რომ ბინების გადანაწილება არა ჯანდაცვის მინისტრის, არამედ სპეციალური კომისიის კომპეტენციაა. მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომა სამშაბათს დასრულდება და გამოქვეყნდება რეესტრი, თუ ვის უნდა გადაეცეს ბინა. მან დევინლებთან კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

წოწკოლაურმა სამინისტროს ტერიტორია უკვე დატოვა. დევნილების ნაწილი ამ დრომდე კვლავ სამინისტროს შენობაში რჩება.

აფხაზეთიდან დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში უკვე 18 დღეა აქცია იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა