გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა კონფერენციაზე 2018-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეაჯამებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა, მოსამართლეთა კონფერენციაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

მისივე თქმით, კონფერენციაზე საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, დღესვე ადმინისტრაციული კომიტეტის და სადისციპლინო კოლეგიის წევრებს აირჩევენ. ასევე, კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშებს მოისმენენ.

გიორგი მიქაუტაძე კონფერენციაზე 2018-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეაჯამებს.

„ანგარიშში ყურადღება იქნება გამახვილებული საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საანგარიშო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე და გამოწვევებზე. ანგარიში შეეხება უვადოდ გამწესებულ და ასევე სამი წლით გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეების რაოდენობას. საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 45 მოსამართლე უვადოდ გადაინიშნა, საბჭოს გადაწყვეტილებით სისტემაში 21 ახალი მოსამართლე გამწესდა.

ასევე, ანგარიში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულებას და დარჩენილ გამოწვევებს შეეხება, რომელიც საბჭოს აქვს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ კონფერენციის დაწყებამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა