2019 წლის „საპატიო თბილისელი“ 7 მოქალაქე გახდა

„თბილისობის“ გალა-კონცერტზე 2019 წლის "საპატიო თბილისელები" დასახელდნენ. "საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში თავისი მოღვაწეობით გამორჩეულ 7 ადამიანს მიენიჭა. თითოეულ მათგანს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა და ქალაქის ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

"საპატიო თბილისელები“ გახდნენ: გიოზალ დუმოევი, 81 წლის, "თბილსერვის ჯგუფის" მეეზოვე, ის 61 წელია რაც დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.

გივი მამულაშვილი, 83 წლის, "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების ოსტატი. 66 წელია დედაქალაქის გარეგანათებაზე ზრუნავს.

ავთანდილ კობახიძე, 77 წლის. გვირაბ ნაგებობათა სამსახურის თანამშრომელია. 53 წელია, რაც თბილისის მეტროში მუშაობს.

ვალერიან მეთაფლიშვილი, 74 წლის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია, N1 ავტობუსის მძღოლი, 49 წელია, რაც ამ სამსახურში მუშაობს.

როგნეტა კუჭავა, 79 წლის. ბიბლიოთეკათმცოდნე, 49 წელია რაც ამ სფეროში საქმიანობს.

მეია მეგრელიშვილი,79 წლის, 27-ე ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, აქვს 60-წლიანი პროფესიული განათლება.

ნიკო ლეკიშვილი, 72 წლის, თბილისის ყოფილი მერი.

„მადლობა ნიკო ლეკიშვილს იმ საქმიანობისთვის, რასაც ის აკეთებდა ჩვენი ქალაქისთვის. მან თავის გუნდთან ერთად ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის.მინდა მას დავუფასო თავის შრომა,თავისი გაკეთებული საქმეები",- განაცხადა კახა კალაძემ.

ამათან, "საპატო თბილისელებს" დღევანდელი დღე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ